თქვენი რეკლამის ადგილი
გართობა

26-28 ივლისს ბათუმში ქუჩის კონცერტები გაიმართება

ქუჩის-მუსიკა

26-28 ივლისს ბათუმი ქუჩის კონცერტებს უმასპინძლებს. კონცერტის ფარგლებში მსმენელს სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფების თუ სოლოშემსრულებლების მოსმენა ქუჩაში, უფასოდ შეეძლება.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა. მუსიკოსების მგზავრობის ხარჯებს თვითონ ფესტივალის ორგანიზატორები აანაზღაურებენ.

კონცერტი მუსიკალური ფესტივალის Black Sea Sound-ის ფარგლებში ჩატარდება. აღნიშნული ფესტივალი ბათუმში უკვე მე-6 წელია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

ფესტივალის მიზანია ქართველი ხელოვანების, განსაკუთრებით კი საავტორო, ექსპერიმენტული მუსიკის წარმომადგენლების მხარდაჭერა და საზოგადოებისთვის მათი შემოქმედების გაცნობა.

 

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა