თქვენი რეკლამის ადგილი
საზოგადოება

რამდენი დაიხარჯება Adjara Fashion Week 2019 ზე მოწვეული სტუმრებისთვის

fashion week adjara

აჭარის მოდის კვირეულზე, Adjara Fashion Week-ზე 5 მნიშვნელოვანი სტუმრის მოწვევა იგეგმება, მათი ჩამოყვანისა და სასტუმროში განთავსების ხარჯების დაფარვას კი აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აპირებს.

შესაბამისი ტენდერი სამინისტრომ უკვე გამოაცხადა. ტენდერის თანახმად, აჭარის მოდის კვირეულზე ორი სტუმარი მილანიდან ჩამოფრინდება, სამი კი – პარიზიდან. მგზავრობა საჰაერო ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს პირდაპირი ფრენით. მისი სავარაუდო ღირებულება 4 750 ლარია.

ასევე, ტენდერში აღნიშნულია, რომ სასტუმრო საერთაშორისო ქსელს უნდა ეკუთვნოდეს, ხუთივე ნომერი ერთადგილიანი უნდა იყოს და VIP კლასის. ამისთვის კი სამინისტრო 10 250 ლარის დახარჯვას გეგმავს. ჯამში, სამინისტრო აჭარის მოდის კვირეულისთვის მოწვეული სტუმრებისთვის 15 ათასამდე ლარის დახარჯვას აპირებს.

აჭარის მოდის კვირეული ბათუმში 26-28 ივლისს არის დაგეგმილი. მოდის კვირეული წელს მეხუთედ იმართება და მისი დამაარსებელი მანანა გოგლიჩიძეა, მოდისა და დიზაინის ასოციაციის პრეზიდენტი.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა