თქვენი რეკლამის ადგილი
ბიზნესი

როდის მოიხმარს ავტომობილი მეტ საწვავს მოკლე მანძილზე გადაადგილებისას

fuelling nozzle inserted into petrol tank at gas station for gasoline filling

7056სიცივესთან ერთად, ბევრ მძღოლს პრობლემები შეექმნა იმასთან დაკავშირებით, რომ ავტომობილში საწვავის წვამ მოიმატა, ალბათ, ფილტრები აქვს შესაცვლელი, როგორც ჩანს, რაღაც გაფუჭდა, ფიქრობენ ისინი და იწყება რიგები პროფილაქტიკებთან. რეალურად კი, ეს ჩვენი ავტომობილებისთვის აბსოლუტურად „ბუნებრივი“ მოვლენაა. ამის მიზეზებზე პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე ისაუბრებს: მოახლოვდა ზამთარი და დაიწყო ჩივილები იმაზე, რომ ავტომობილებმა საწვავის წვას უმატეს. ბენზინგასამართ სადგურებში არასწორად გვისხამენ ბენზინს და სხვა. თავიდან ერთს ვიტყვი, რომ საწვავი გაძვირდა და ოც ლარად იმდენი საწვავი აღარ ჩადის ჩვენს ავზში, რამდენიც – ზაფხულში. არადა, განწყობა გვაქვს, რომ ოც ლარად ისევ იმდენ ხანს გვატაროს მანქანამ. მეორე მიზეზი კი უკვე ტექნიკურია – ზამთარში, სიცივეში ავტომობილი იმაზე გაცილებით მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე ზაფხულში. მით უმეტეს, წვის მატება შესამჩნევია, თუ, მოკლე მანძილზე გადაადგილდება, ან სანამ დანიშნულების ადგილამდე მიხვალთ, მცირე პაუზები – ბევრჯერ გაჩერება და დაძვრა გიწევს. დილით გამოხვედით სახლიდან და მიდიხართ სამსახურში, ავტომობილი გარკვეულ დროს ანდომებს გათბობას, გახურებას და მერე მიდის წვის ჩვეულებრივ რეჟიმამდე. სანამ სამსახურამდე მიხვალთ, იქიდან გამომდინარე, რომ დედაქალაქიც პატარაა, სხვა ქალაქებიც, ასევე რაიონული ცენტრებიც და სამსახურებიც ძირითადად ცენტრშია თავმოყრილი, შესაძლოა, ავტომობილმა გათბობა ვერც მოასწროს. შესაბამისად, ის ცივ, ეგრეთ წოდებულ „პადსოსის“ რეჟიმში მუშაობს – როგორც მას ადრე უწოდებდნენ. კომპიუტერმა იცის, რომ ძრავა ცივია და სისტემას ნაკლებ ჰაერს და მეტ საწვავს აწვდის, რომ მან სიმძლავრე არ დაკარგოს. ასეთ დროს ის ძალიან ბევრ საწვავს მოიხმარს. მიხვედით სამსახურამდე და სანამ იქიდან გამოხვალთ, ავტომობილი ისევ ბოლომდე ცივდება და სახლში დაბრუნებამდე თავიდან იწყებს გათბობას. საერთო ჯამში, ეს საწვავის ხარჯვის საგრძნობ მომატებას იწვევს. თუ რაიონიდან ქალაქში ან – პირიქით მოგიწიათ მგზავრობა, წვა არავითარ შემთხვევაში არ მოიმატებს. ის კი არადა, იმაზე ნაკლებს დაწვავს, ვიდრე სიცხეში მგზავრობის დროს. გარედან შემოსულ ცივ ჰაერს ფეთქების მეტი ენერგია აქვს, ძრავაში მეტი ჰაერი ჩადის და ნაკლებ საწვავს მოიხმარს. მთავარია, კომპიუტერმა იცოდეს, რომ ძრავა თბილია – გამოფრქვევის სისტემას სწორი ინფორმაცია და შესაბამისად, ჰაერისა და საწვავის სწორი ნაზავი მიაწოდოს. იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ ცივ ძრავაზე წვავს სიცივეში ავტომობილი მეტ საწვავს. გრძელ მანძილზე კი პირიქით, ზამთარში უფრო ნაკლებ საწვავს მოიხმარს, ვიდრე მაშინ, როდესაც იქ ცხელი ჰაერი ჩადის. თუ ზაფხულში ას კოლომეტრ-საათში სიჩქარით ასი კილომეტრის გავლას ათი ლიტრი საწვავი სჭირდებოდა, ზამთარში – ცხრა ლიტრი დასჭირდება.

– მიუხედავად იმისა კონდიციონერი ჩართულია თუ არა?

– ერთს გეტყვით, სიცივეში ცივი ძრავა გაცილებით მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე ზაფხულში ჩართული კონდიციონერი, მით უმეტეს თუ მოკლე მანძილებზე გადაადგილება გიწევთ. კონდიციონერმა საერთო ჯამში, შესაძლოა, სუსტძრავიან მანქანას ას კილომეტრზე, მაქსიმუმ, ორი ლიტრი, ძლიერძრავიანზე კი – ერთი ლიტრი საწვავი მოუმატოს. ცივი ძრავით კი, ერთი და ორი ლიტრი კი არა, საწვავის წვა ორმაგდება.

– ჩემი ავტომობილი ათ ლიტრს წვავს და ახალ დაქოქილზე კი, წვა ოც ლიტრს მაჩვენებს.

– ასეა. მაგრამ, ნელ-ნელა, ძრავას გათბობასთან ერთად, წვა ქვემოთ იწვევს. თუ მოკლე მანძილებზე გადაადგილდებით, წვა ქვევით წამოსვლას ვერ ახერხებს. იგივე ხდება ძველ ავტომობილებზეც. თუ ახლებზე „პადსოსს“ კომპიუტერი აკეთებს, ძველ ავტომობილებზე ხელით, მექანიკურად ხდება ეს.

– ადგილზე გათბობა წვაზე იმოქმედებს?

– კიდევ უფრო მიუმატებს წვას. ადგილზე გათბობა არასწორია, რადგან გაჩერებული ავტომობილი კიდევ უფრო მეტ საწვავს მოიხმარს. მძღოლები ამბობენ, ზეთს ვათბობო. ზეთი სისტემას სრულად მოიცავს – ყველაზე ცუდი ხარისხის ზეთის პირობებშიც კი, დაქოქვიდან, მაქსიმუმ, ხუთი წამში. კარგი ზეთის პირობებში კი, ერთი წამიც არ უნდა. თუ „პადსოსიანია“, „პადსოსით“ დაძრავთ, სხვა შემთხვევაში კი, კომპიუტერი აკეთებს ამას. ძველ მოდელებზე იმდენად არაზუსტია ხელით „პადსოსი“, რომ შეიძლება „ჯიკაობითა“ და „ცემინებით“ წავიდეს, მაგრამ, ეს ზეთის გათბობისა და მსგავსი მოვლენების ბრალი არ არის. დაქოქეთ, დაძარით და ძრავაც გზაში გათბება.

ავტორი: სალომე გველესიანი

წყარო: ჟურნალი თბილისელები

1 კომენტარი

1 კომენტარი

  1. irakli

    20 თებერვალი, 2017 at 16:54

    erti shekitxva makvs tu sheidzleba chemi mankana wokvsvagen bora 1,9 turbo dizeli  dzala ekarge ar vici gudavs tu ras shvreba gazis pedals rom vacher ar umatebs gazs magram momentshi mozraobis dros moumateb gazs da gavardeba da garkveuli dro uproblemod mushaob anu avtobanze specialurad rac ar unda mivce gazi maximum 90 s ar ascdeba adre sanam amas daiwyebda sul kontroli miwevda gazis zalian swrafad ar wasuliyo umetesad aghmartshi uchirs sawvavis filtri shevcvale

     

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა