თქვენი რეკლამის ადგილი
საზოგადოება

საქართველო-თურქეთის საზღვარზე მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება

sarfis sagvari

საქართველო-თურქეთის საზღვარზე მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. გადაწყვეტილება თურქეთის მხარემ გუშინ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიასა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ასევე გაიმართა შეხვედრა ართვინის გუბერნიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელ პირებს შორის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედებულ რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოსა და თურქეთის შესაბამისი უწყებები გააგრძელებენ კონსულტაციას, რომლის დასრულებამდეც აღნიშნული რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე არ გავრცელდება.

საქმე ეხება ცვლილებას, რომლის მიხედვითაც თურქეთის ტერიტორიაზე, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქის ერთი საათით შესვლაც კი ერთ კალენდარულ დღედ ითვლება. გუშინ პროტესტის ნიშნად, ქემალ ფაშაში მაღაზიების ნაწილი დაკეტილი იყო. იქ დასაქმებულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.

გუშინ, 16 იანვარს, სარფში საქართველოს მოქალაქეებმა თურქეთის მხარის მიერ მიღებული აღნიშნული ცვლილებები გააპროტესტეს.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა