თქვენი რეკლამის ადგილი
რეგიონი

თოვლის გამო მაღალმთიან აჭარაში სხვადასხვა შეზღდუვები ფიქსირდება

goderdzize tovli

მაღალმთიან აჭარაში  მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად თოვდა. თოვლმა სხვადასხვა შეზღუდვები გამოიწვია როგორც  გადაადგილების მხრივ, ასევე სასწავლო პროცესის სრულყოფილად ჩატარებისა და ელეტქროენერგიის მიწოდების მხრივაც.

ამ დროისთვის სოფლებში გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ასევე ინტენსიურად იწმინდება ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზა. რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, აქ საავტომობილო მიმოსვლა ჩაკეტილია მაღალი ზონის სოფლებში.

არსებული პრობლემების გამო რამდენიმე სოფლის სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ამ დროისათვის სასწავლო პროცესი მხოლოდ ექვს სკოლაში მიმდინარეობს.რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, მუნიციპალიტეტის არცერთ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი არ მიმდინარეობს, 

შუახევის მუნიციპალიტეტში, აქ სასწავლო პროცესი 28 სკოლაში არ მიმდინარეობს. ათი საბავშვო ბაღიდან ბავშვები მხოლოდ დაბა შუახევისა და ხიჭაურის ბაღებში გამოცხადდნენ.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, აქ სასწავლო პროცესი  ხარაულის საჯარო სკოლაში შეწყდა. ქედის შვიდ ბაღში კი ბავშვების გამოუცხადებლობის გამო სააღმზრდელო პროცესი არ განახლებულა.

მაღალმთიან აჭარაში დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზებიც. ამის გამო სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდებათ. ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია მხოლოდ დაბა ხულოსა და ორ სოფელს, დეკანაშვილებსა და ვაშლოვანს მიეწოდება.

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება დანდალოს, წონიარისის, მერისისა და ოქტომბრის თემსა და სოფლებს: აბუქეთას, გეგელიძეებსა და კოკოტაურს.

შუახევის მუნიპალიტეტს კი ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდება. დაზიანდა ელექტროენერგიის გადამცემი 35-კილოვატიანი ხაზი და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ამ დროისთვის. შუახევის დაბაში თოვლის საფარი 70-80 სმ-ს აღწევს, მაღალი ზონის სოფლებში კი – ერთ მეტრს. დაბა ქედაში თოვლის საფარი 10-15 სანტიმეტრია, მაღალ სოფლებში კი – 70 სანტიმეტრს აღემატება.

 

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა