თქვენი რეკლამის ადგილი
ბიზნესი

“სილქნეტი” აბონენტებისთვის განცხადებას ავრცელებს

silknet

კომპანია „სილქნეტი“ ქართულ არხებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, აბონენტებს 6 ქართული არხი არ გაეთიშებათ.

"ძვირფასო მომხმარებლებო, გვსურს გაცნობოთ, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ქართულ არხებთან.

"სილქნეტის" ქსელში ჩართულ ყველა მომხმარებელს, ფასის უცვლელად შეუნარჩუნდება "რუსთავი 2", "იმედი", "ჯიდიესი", "მარაო", "მაესტრო" და "კომედი არხი". ასევე, მოცემულ არხებზე ეტაპობრივად აღდგება გადახვევის სტანდარტული რეჟიმი", – ნათქვამია "სილქნეტის"მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაისში რამდენიმე ათეულმა საკაბელო ოპერატორმა შპს „მედია რაითს ჯორჯიასგან" წერილი მიიღო, რომელშიც კომპანია აცხადებდა, რომ ჰქონდა ექსკლუზიური უფლება სამაუწყებლო არხების – „იმედი", „რუსთავი 2", „ჯიდიესი", „მარაო", „კომედი არხი", „მაესტრო" კომერციულ დისტრიბუციაზე საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში. წერილში „მედია რაითს ჯორჯია" ასევე განმარტავდა, რომ დაინტერესების შემთხვევაში საკაბელო ოპერატორებმა აღნიშნულ ორგანიზაციას უნდა მიმართონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეუწყდებათ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების ტრანსლირების ან/და მათი კონტენტის განთავსების უფლება. ბოლო თარიღად „მედია რაითს ჯორჯიამ“ 1-ლი დეკემბერი განსაზღვრა. 

"მედია რაითს ჯორჯიასა" და საკაბელო ოპერატორებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვე მიმდინარეობდა. 17 ნოემბერს 40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორმა 6 ქართული არხი 24 საათის განმავლობაში საპროტესტოდ გათიშა. "მედია რაითს ჯორჯიასა" და საკაბელო ოპერატორების ნაწილს შორის მოლაპარაკება ამ დრომდე ვერ შედგა.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა