თქვენი რეკლამის ადგილი
ქალაქის ამბები

აქციის მონაწილეების მანქანების კოლონა შსს-ს სამინისტროსთან სიგნალებით მივა

signalebit kiolona

დღეს 14:00 საათზე აქციის მონაწილეები მანქანების კოლონით სამინისტროსთან სიგნალებით მისვლას გეგმავენ.

პროტესტის ამ ფორმით აქციის მონაწილეებს სურთ შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მიაწვდინონ ხმა და მოთხოვნები შეახსენონ.

ავტოკოლონა მსვლელობას საყვირებით რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყებს და სამინისტროსთან დაასრულებს.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილები ითხოვენ – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, არჩევნები პროპორციული სისტემით ცატარდეს, გათავისუფლდნენ 20 ივნისს დაკავებულები, ხოლო პოლიციელები, რომლებმაც აქციის დარბევისას ფიზიკური ზიანი მიაყენეს მოქალაქეებს, პასუხისგებაში მიეცნენ.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა