სარეკლამო ბანერის ადგილი
ბიზნესი

სასწრაფოდ: სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა (+დოკუმენტი)

rustavi2

სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. როგორც სპეციალურ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რუსთავი2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. გვარამიას თქმით, ეს უპრეცენდენტო გადაწყვეტილებაა.

ევროსასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე დროებით შეაჩერა იმისათვის, რომ საქმის არსში გაერკვეს, ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე "რუსთავი 2"- ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"სტრასბურგის სასამართლომ პირველად საკუთარი არსებობის ისტორიაში შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მსგავსი ზომა სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუყენებია არასდროს გარდა ის საქმეების, რომელიც ეხება ადამიანის წამებას, ან საფრთეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან ადამიანის ექსტრადაციას ეხება. ეს არის ისტორიული შემთხვევა. რუსთავი2-ის საქმემ და საქართველოს სამარცხვინო ხელისუფლებამ და სამარცხვინო მთავრობამ საფუძველი დაუდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ახალ პრაქტიკას, რასაც ყველას ვულოცავთ,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

doc

წყაროheader

1 კომენტარი

1 კომენტარი

  1. დიანა

    5 მარტი, 2017 at 08:54

    რუსთავი 2 ეკუთვნის ხალხო ნიკა გვარამიას რუსთავი 2 ხალხისა რომელიც შეუძლიათ სიმართლე გაიგოს ხალხმა იმედია რუსთავი იმას მიეკუთვნება ვინც გირსია ნიკა გვარამიას

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
სარეკლამო ბანერის ადგილი
ახტომა