თქვენი რეკლამის ადგილი
ეკონომიკა

„თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის“ – ბათუმში კონფერენცია გაიმართა

tevzchera
ავტორი: თელარა გელანტია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან და სპეციალისტებთან ერთად, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმი“ „თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის“ კონფერენციას დაესწრო.

ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

შეხვედრაზე, მხარებმა სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში თევზმოშენების სფეროში არსებული საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ; 

შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაუსვევს უცხოელი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარებას, რათა შესაძლებელი გახდეს არსებული ჰიდროპოტენციალის უფრო ეფექტური გამოყენება ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე. 

კონფერენციას უკრაინის, თურქეთის, ნორვეგიის, სომხეთის და აზერბაჯიანის თევზმოშენებაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა