თქვენი რეკლამის ადგილი
ტურიზმი

ტურიზმის ადმინისტრაცია: საქართველოში ტურისტული ვიზიტების 18% იანი ზრდა შეინიშნება

turistebi

2019 წლის ექვსი თვის მონაცემებით, აჭარას 660 970 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4 პროცენტით მეტია. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავცელებს.

ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

  • თურქეთი – 384 956
  • აზერბაიჯანი – 70 673
  • რუსეთი – 51 279
  • ისრაელი – 39 673
  • უკრაინა – 16 150

რაც შეეხება საქართველოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის ივნისის თვეში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 471 979 შეადგინა, რაც 71 990-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე. მაშასადამე, ამ კუთხით,  18% იანი ზრდა შეინიშნება.

ევროკავშირის ქვეყნებიდან შემომსვლელ ვიზიტორთა სურათი ასეთია:

  • საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ:
  • ავსტრია +71%,
  •  გერმანია +67.7%,
  • გაერთიანებული სამეფო  +34.9%,
  • ლატვია +30.2%,
  • ნიდერლანდები +25.7%,  

განსაკუთრებული ზრდა კი დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან:

  • საუდის არაბეთი +127.7%,
  • იორდანია +91.4%,
  • ყაზახეთი +78.4%,
  • ჩინეთი +52.9%,
  • კორეა +48%,
  • თურქეთი +45.8%

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+30.8%), თურქეთიდან (+45.8%), აზერბაიჯანიდან  (+8.8%) და სომხეთიდან (+9.7%) განხორციელდა.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა