თქვენი რეკლამის ადგილი
საზოგადოება

უნიკალური აღმოჩენები გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე

gonioSi

გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კერამიკული ნაკეთობანი, ამფორების, წითელლაკიანი კერამიკის, ქოთნები აღმოაჩინეს. სამუშაოებს ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია უკვე მეოთხე დღეა ატარებს.

არქეოლოგიური სამუშაოები ერთდროულად 4 უბანზე მიმდინარეობს.

მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნია ასევე მინისა და ლითონის ნაკეთობანი და ვერცხლის 7 და 2 ბრინჯაოს მონეტაც, სპეციალისტების განმარტებით, მათგან ერთ-ერთი სეპტიმუს სევერუსის სახელით 210 წელსაა მოჭრილი და იშვიათ აღმოჩენათა ნომინალს მიეკუთვნება.

პარალელურად მიმდინარეობს არქეოლოგიური უბნების საკონსერვაციო სამუშაოები, დასრულდა ციხის ორი კოშკის სარესტავრაცია.

გათხრებში მონაწილეობენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა