სარეკლამო ბანერის ადგილი
ბიზნესი

ბათუმში VitrA-ს შოურუმი გაიხსნა

1
bgn.ge

ბათუმს კიდევ ერთი პრემიუმ კლასის ბრენდის მაღაზია შეემატა. 
ელიტარული სანტექნიკის, ფილისა და სააბაზანო ავეჯის მწარმოებელმა მსოფლიო მასშტაბის ლიდერმა კომპანიამ, თურქულმა პრემიუმ კლასის ბრენდმა VitraA-მ ბათუმში შოურუმი გახსნა. 
შოურუმი წინამორბედზე ორჯერ უფრო დიდია და 600 კვ.მეტრზე 2-სართულიან შენობაში არის განთავსებული. კომპანია ახალ შოურუმში მომხმარებელს VitrA-ს სააბაზანო აქსესუარებისა და ფილების ახალ კოლექციებს შესთავაზებს. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, შოურუმში ადგილობრივები დასაქმდებიან. შოურუმი ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის N1-ში განთავსდა.

VitrA არის ცნობილი თურქული ინდუსტრიული ჯგუფის Eszacibasi-ს შვილობილი კომპანია, რომელიც 1942 წელს დაფუძნდა. 
შოურუმის საზეიმო ვითარებაში გახსნას Eszacibasi-ის ჯგუფის რეგიონალური მენეჯერები, მსხვილი სამშენებლო კომპანიების დამფუძნებლები, არქიტექტორ-დიზაინერები ესწრებოდნენ. ცერემონიას ასევე ესწრებოდა ბათუმის ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე, რომელმაც კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, საზეიმოდ გაჭრა ლენტი. 

2

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, რათა რემონტის პროცესი გავუმარტივოთ. მაღალი ხარისხის პროდუქციას სჭირდება შესაბამისი სერვისი და ამიტომ ჩვენ მუდამ ვზრუნავთ სერვისის გაუმჯობესებაზე“, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ელენე ნიკოლაიშვილი. 

VitrA თურქული პრემიუმ კლასის ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სანტექნიკის სრულ სპექტრს სთავაზობს. აქ შესაძლებელია ინოვაციური და თანამედროვე დიზაინის აბაზანის ავეჯის, სანტექნიკის, კერამიკული ფილებისა და სააბაზანო აქსესუარების შეძენა. „ვიტრას“ ოფიციალურ წარმომადგენელი საქართველოში 2012 წლიდან კომპანია "ბი ემ სი შარმია".

3

VitrA-ს პროდუქცია არაერთ მასშტაბურ პროექტშია გამოყენებული. 2012-2016 წლებში ბრენდ VitrA-ს ქართული წარმომადგენლობის, კომპანია "ბი ემ სი შარმი"-ს მიერ განხორციელებული პროექტებია: თბილისის და ფოთის იუსტიციის სახლები, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, აქვაპარკი Gino Paradise, "ფუნიკულიორის რესტორნების კომპლექსი", სასტუმრო Kempinski ბათუმში, სასტუმრო Admiral-ი ბათუმში, პირველი შვიდვარსკვლავიანი სასტუმრო The Biltmore Tbilisi და სხვა.

სტატია აღებულია საიტიდან: bgn.ge

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
სარეკლამო ბანერის ადგილი
ახტომა