თქვენი რეკლამის ადგილი
რეგიონი

ხულოში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიწვა

XANzARII

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეებში ხანძრის შედეგად რამდენიმე შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი დილის  6 საათზე მოულოდნელად გაჩნდა, რის შედეგადაც სამი სახლი, ორი ბოსელი და ერთი ნალია დაიწვა. ცეცხლი თავდაპირველად ერთ სახლს გაუჩნდა ცეცხლი, მაგრამ მოგვიანებით ხანძარი მეორე სახლზეც გადავიდა, შემდეგ კი მესამეზე, რომელიც მის გვერდით იდგა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ადგილობრივების თქმით, ცეცხლის ჩაქრობას 400 ადამიანი ცდილობდა. სახანძროსთან ერთად ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობას ადგილობრივი მოსახლეობაც არის იღებდა.

მეხანძრეების ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. მოსახლეობამ ცხოველების გადარჩენაც შეძლო. სამივე დაზარალებული ოჯახი ხარაბაძეა.

ხულოს მერის, გოჩა მელაძის ინფორმაციით, სამი საცხოვრებელი სახლიდან ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში არავინ ცხოვრობდა და სახლი დროებით სასწავლო პროცესისთვის გამოიყენებოდა.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა