თქვენი რეკლამის ადგილი
ამინდი

ხვალიდან ამინდი გაუარესდება

amindi

მომდევნო ორი დღის განმავლობაში ბათუმს წვიმიანი ამინდი ექნება. სინოპტიკოსებით პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ხვალ დღისით 25 გრადუსამდე დაეცემა, მთაში კი 20 გრადუსამდე. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია. ტალღის სიმაღლე:  7-12  დმ – იქნება 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა