თქვენი რეკლამის ადგილი
ქალაქის ამბები

„ზაფხული იწყება აქ“ – ტურისტული სეზონი ბათუმში ხვალ გრადნიოზული ფესტივალით გაიხსნება

zafxuli iwyeba aq

ხვალ ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით კი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გრანდიოზული ფესტივალის ჩატარებას გეგმავს.

„ზაფხული იწყება აქ“ – ამ სახელწოდების ფესტივალი შუადღეზე, 14 საათზე გაიხსნება ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ღამით, გრანდიოზული ფოიევერვერკით დასრულდება.

პროგრამით გათვალისწინებულია:

  • 14:00-17:00 Stig (DJ)
  • 14:00-17:00 ფრანების შოუ
  • 14:00-20:00 პლაჟის ფრენბურთი, სპორტული და საბავშვო გასართობი აქტივობები
  • 17:00 – 19:00 Lasha Guruli (DJ)
  • 20:00 – 21:00 ბენდი „ლურჯი იალქანი“
  • 20:20 – 20:25 დღის ფერადი ფოიერვერკი
  • 21:00 – 22:00 ბენდი The Loudspeakers
  • 22:00 – 00:00 Lizz, Sunrise / Romania (DJ)
  • 22:00 – 22:30 ფარნების შოუ
  • 22:40 – 23:00 ღამის ფოიერვერკი
  • 00:00 – 03:00 Mzhavia (Kodala) DJ

ანბანის კოშკის მიმდებარედ, პლაჟზევე იქნება ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი. თავად ფესტივალზე დასწრება კი უფასოა.

კომენტარის დატოვება

კომენტარის დაწერა

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

უსაფრთხოება *

banner300x600
თქვენი რეკლამის ადგილი
ახტომა