5 ივლისის მოძალადეების საქმის მორიგი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. ლექსო შაქარავასა და მირანდა ბაღათურიას ცემაში ბრალდებულებს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ელიეშვილმა გამოიტანა:
- აკაკი ნაკაშიძე – 5 წელი;
- თორნიკე დავლაშერიძე – 5 წელი;
- ცოტნე ჩიხლაძე – 5 წელი;
- დავით კუტალაძე – 5 წელი;
- გია გიგუაშვილი – 5 წელი;
- ოთარ გელაშვილი – 5 წელი;