პოლიტიკადღის სიახლეებისიახლეები

ამ ქვეყანას, მის ხელისუფლებას, უკვე მოუწია უარის თქმა ნატოზე – ირაკლი კობახიძე უკრაინაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინას და მის ხელისუფლებას უკვე მოუწია უარის თქმა ნატო-ზე, რაც მათი მხრიდან რუსეთთან მოლაპარაკებაში სასტარტო შეთავაზება იყო.

“ამ ქვეყანას, მის ხელისუფლებას, უკვე მოუწია უარის თქმა ნატოზე, რაც იყო მისი მხრიდან სასტარტო შეთავაზება, სასტარტო შეთავაზება წარმოიდგინეთ რუსეთის მიმართ. ეს არის რა თქმა უნდა, უმძიმესი მდგომარეობა. […] ნატო-ზე უარი იყო უკრაინის სასტარტო შეთავაზება, რაც არის განსაკუთრებით სამწუხარო, იმიტომ, რომ ეს კიდევ უფრო ამძიმეს იმ სურათს რომელიც არის სინამდვილეში შექმნილი. უკრაინამ შესთავაზა სასტარტო პირობები მოლაპარაკებისთვის რუსეთის ფედერაციას და დღემდე რუსეთისგან არ მიუღია პასუხი. უკრაინა იყო ამ შემთხვევაში ნატო-ზე უარისა და ნეიტრალური სტატუსის ინიციატორი. მადლობა ღმერთს, ჩვენ არ ვართ დღეს ამ მდგომარეობაში, შესაბამისად, ჩვენთვის საერთოდ არაა რელევანტური ამ თემაზე მსჯელობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!