პოლიტიკადღის სიახლეებისიახლეები

აუცილებელია ყველამ ნახოს, რაც რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩაში  დაათვალიერა გზა, სადაც ადრე რუსული კოლონა იდგა. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაული და გენოციდი ჩაიდინა.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბუჩაში მედიაც იმყოფება. აუცილებელია ყველამ ნახოს, რაც რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ეს მშვიდობიანი მოსახლეობაა, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, თუმცა რუსეთმა მას თავისი არმია დაუპირისპირა. ეს სამხედრო დანაშაულია და რუსეთს ამისთვის პასუხისგება აუცილებლად მოუწევს. ათასობით ადამიანია მოკლული. მათ შორის ქალები და ბავშვები, მათი ცხედრები ამ დრომდე ქუჩაში ასვენია. ეს სამხედრო დანაშაული, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდია.”  – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!