საზოგადოებადღის სიახლეებისიახლეები

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება ისევ გაძვირდა 

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება ისევ გაძვირდა და 3 ლარი გახდა. საქალაქთაშორისო მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვას შპს „ხუტა“ ფლობს. კომპანიის დირექტორი რეზო ხინიკაძე მგზავრობის გაძვირებას საწვავზე მომატებული ფასით ხსნის.

„მსოფლიო ბაზარზე ნავთობ პროდუქტების ფასი გაიზარდა. თვე-ნახევარში 2,40 ლარიდან 4,40 ლარზე ავიდა. პარალელურად გაძვირდა საბურავი, რომელიც თუ ღირდა 150 ლარი, გახდა 250 ლარი. ზეთის შეცვლა ღირდა 120 ლარი, ახლა ღირს 260 ლარი. ეს არის მიზეზი.– განაცხადა რეზო ხინიკაძემ.

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!