დღის სიახლეებიRSS კატეგორიასაზოგადოებასიახლეებიშემთხვევა

ბათუმში ქმარმა ცოლი დაჭრა

შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, დღეს დილით მოხდა. ახალგაზრდა ქალი ქმარმა დანით დაჭრა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც კლინიკაში ამბობენ, ქალს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები არ აქვს მიყენებული. დაშავებული 32 წლამდეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას.

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!