ბელარუსის მთავრობამ “არამეგობრული ქვეყნების” სია დაამტკიცა დოკუმენტში, რომელსაც ხელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომან გოლოვჩენკო აწერს, საქართველო არ არის..სიაში. არ არის შეყვანილი უკრაინაც.
სიაში შეყვანილია:
- ამერიკის შეერთებული შტატები;
- ევროკავშირის წევრები ქვეყნები;
- დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო;
- კანადა;
- ავსტრალიის კავშირი;
- ლიხტენშტეინი;
- ნორვეგია;
- ახალი ზელანდია;
- ალბანეთი;
- ისლანდია;
- ჩრდილოეთ მაკედონია;
- მონტენეგრო;
- შვეიცარიის კონფედერაცია.