დღის სიახლეებიეკონომიკასიახლეები

ბოტანიკურ ბაღში ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, პარკის ტერიტორიაზე ორზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა. ახალი ტურისტული სერვისით სარგებლობა ბაღის ვიზიტორებს ზაფხულში შეეძლებათ. 
მათივე ცნობით, ბათუმის ბოტანიკური ბაღის კონკრეტული სივრცე, სრულად პასუხობს ზიპლაინის პრაქტიკულ კრიტერიუმებს.

„ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ და შ.პ.ს „მწვანე ლაინი“-ს დირექტორმა, გიორგი მერკვილაძემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, იჯარის უფლებით და განსაზღვრული საზღაურის გადახდის, შესაბამისი პირობებისა და ვალდებულებების შესრულების პირობით, ბოტანიკური ბაღის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე.

ხელშეკრულების თანახმად, შ.პ.ს „მწვანე ლაინი“, მისი ხელმოწერიდან 100 კალენდარული დღის განმავლობაში, ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით, ბოტანიკური ბაღის შეთანხმებულ ლოკაციაზე უზრუნველყოფს არანაკლებ ორხაზიანი ზიპლაინის ატრაქციონის მოწყობას, მოწყობისათვის საჭირო ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვებას და შესაბამისი უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დაცვას.

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!