პოლიტიკადღის სიახლეებისიახლეები

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა, ირაკლი ღარიბაშვილს წერილი გაუგზავნა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა, ირაკლი ღარიბაშვილს წერილი გაუგზავნა.

“მახარებს ის, თუ როგორ გაფართოვდა და აყვავდა ის ურთიერთობა, რომლის სიმბოლოდ იქცა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ყოველწლიური ფორმატი ისევე, როგორც ჩვენი ორმხრივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალი შეთანხმება

ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამა წლის 27 აპრილს გაერთიანებული სამეფო და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის განახლების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. მსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და კვლავ დაგიდასტუროთ თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაერთიანებული სამეფო იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობს. 

აღსანიშნავია ის წინსვლა, რომლის თვითმხილველნიც საქართველოში გავხდით დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. ბოლო 30 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფო და საქართველო თანამშრომლობენ მნიშვნელოვანი პარტნიორობის გასავითარებლად, რაც მრავალ სფეროს მოიცავს და მათ შორისაა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლებისა და კულტურული მიმართულებები. მახარებს ის, თუ როგორ გაფართოვდა და აყვავდა ის ურთიერთობა, რომლის სიმბოლოდ იქცა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ყოველწლიური ფორმატი ისევე, როგორც ჩვენი ორმხრივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალი შეთანხმება. ასევე ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას რეგიონალურ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილების მიმართულებით.

კარგად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ პროვოცირების გარეშე, ვლადიმერ პუტინის მხრიდან წინასწარი განზრახვით განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე კიდევ უფრო ამძაფრებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო მრავალი წელია მამაცად უპირისპირდება. გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო თანამეგობრობა მსოფლიო ერების თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ამ ღია აგრესიის პირისპირ დგანან. მინდა ასევე გარწმუნოთ, რომ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის სადარაჯოზე. მოუთმენლად ველი მომდევნო წლებში ჩვენი პარტნიორობის უწყვეტ განვითარებას” 

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!