პოლიტიკადღის სიახლეებისიახლეები

გია ვოლსკის ინფორმაციით, ენმ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს

გია ვოლსკის ინფორმაციით, ენმ უკრაინაში ვიზიტის დროს “გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს”.

“…არ დაგიმალავთ, მაგრამ დადასტურდა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია არის, რომ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებულები და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში. უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ამ ვიზიტს ხელი არ შეეშლება. მითუმეტეს, ამასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა პოლიტიკური სპეკულაციების გამოხშირვა საინფორმაციო ველიდან არის ის ინტერესი რაც ჩვენ გაგვაჩნია,”- აცხადებს ვოლსკი. 

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!