დღის სიახლეებიRSS კატეგორიასაზოგადოებასიახლეები

იხილეთ ფარნავაზ მეფის გამზირზე მოძრავი მიკროავტობუსების დროებითი მარშრუტები

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ფარნავაზ მეფის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დროებით იცვლება სამარშრუტო მიკროავტობუსების სამოძრაო სქემები.

სამარშრუტო ხაზები: N24, N29, N31, N34, N36 და N40 იმოძრავებს გორგასალის ქუჩით, ხოლო გორგასალის ქუჩაზე მოძრავი სამარშრუტო ხაზები: N20, N21, N25, N27, N39, N42, N49 და N56 პუშკინის ქუჩით იმოძრავებს.

მერიის ცნობით, ფარნავაზ მეფის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება და ქუჩის მონაკვეთები ეტაპობრივად გადაიკეტება. ქუჩების რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ნახევარზე მეტი ლარია გათვალისწინებული.

”ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას სარეაბილიტაციო სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!