პოლიტიკადღის სიახლეებისიახლეები

ლაშა დარსალია კონტრაბანდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია კონტრაბანდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

“ჩვენ კატეგორიულად მოვთხოვეთ უკრაინულ მხარს წარმოადგინოს აღნიშნული ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც უკრაინელი დიპლომატის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ იგი წინასწარ ჩავაყენეთ საქმის კურსში აღნიშნული შეხვედრის შინაარსზე”, – ამბობს დარსალია. 

“სამწუხაროა, რომ კვლავ მოვისმინეთ, უკრაინული მხარის მიერ მსგავსი ტიპის განცხადება, მით უფრო იმის ფონზე, რომ საქართველომ ოფიციალურად მოითხოვა კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა კონტრაბანდული ტვირთების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გავლის თაობაზე, მსგავსი ტიპის განცხადებები 2 ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრული ნარატივების გავრცელებას და აზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას. 

ამასთანავე, ქართული მხარე სთხოვს უკრაინულ მხარეს ამგვარი უსაფუძვლო განცხადებებით ნუ მოახდენს დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაციას და ნარატივების ტირაჟირებას, რაც ნამდვილად არ შედის ჩვენი ქვეყნების და ჩვენი ხალხის ინტერესებში და ხელს უწყობს გარე ძალებს დამატებითი პროვოკაციებისთვის”, – თქვა ლაშა დარსალიამ. 

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!