რუსეთის მიერ ქალაქ მარიუპოლის ალყამ კიდევ უფრო გაართულა მოლაპარაკებების პროცესი უკრაინის ომში და ძნელი სათქმელია, როდის შეიძლება განახლდეს პირდაპირი მოლაპარაკებები – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.
„ძნელი სათქმელია, როდის იქნება შესაძლებელი მომავალი პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა. ცხადია, მარიუპოლის ტრაგედიის ფონზე, მოლაპარაკებების პროცესი კიდევ უფრო გართულდა“,- ამბობს პოდოლიაკი