პოლიტიკადღის სიახლეებისიახლეები

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს.

“უკრაინაში, 1991 წლის 1 დეკემბერს დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ტარდებოდა. მაშინ იქ ვსწავლობდი და ზვიად გამსახურდიამ უკრაინაში მცხოვრებ ქართველებს მოგვმართა, მხარი დაგვეჭირა ამ რეფერენდუმში. ზვიადის მოწოდების შემდეგ წავედი და დავრეგისტრირდი (აღმოჩნდა, რომ რეგისტრაციის ბოლო დღე იყო). რა თქმა უნდა, პირველში ხმა მივეცი, რითაც ახლაც ძალიან ვამაყობ. ხმის მიცემის შემდეგ მაიდანზე, კიევის მთავარ ფოსტაში მივედი და პრეზიდენტ გამსახურდიას გავუგზავნე დეპეშა ჩემი და სხვა ქართველების სახელით – მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის. სადმე არქივში ეს ჩემი დეპეშა შეიძლება კიდევ ინახება”, – წერს მიხეილ სააკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები

error: Content is protected !!