ბათუმში, ეროვნული ლიგის ფარგლებში ერთმანეთს „დინამო ბათუმი“ და „საბურთალო“ შეხვდებიან



ბათუმში, ეროვნული ლიგის ფარგლებში ერთმანეთს „დინამო ბათუმი“ და „საბურთალო“ შეხვდებიან.

შეხვედრა ბათუმში 20 საათზე დაიწყება. დღეს მატჩს მაყურებელიც დაესწრება. ბილეთები ამ დრომდე იყიდება. შეივსება მხოლოდ სტადიონის საერთო ტევადობის 33%.

კოვიდპანდემიის გამო მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარადგინონ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მატჩის ბილეთი, ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა, ან 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან 24 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენტესტის უარყოფითი პასუხი.