რას ისახავს მიზნად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის გრიპის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია?



გრიპის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია მიზნად ისახავს გრიპის სეზონური ვაქცინით მოცვის გაზრდას ჯანდაცვის მუშაკებსა და რისკის ჯგუფებში, დაავადებებისა და სიკვდილიანობის რისკის მინიმუმამდე დაყვანასა და გრიპის უარყოფითი გავლენის შემცირებას ჯანდაცვის სისტემებსა და ეკონომიკაზე.

აღნიშნული მიზნის რეალიზება შესაძლებელია წევრი სახელმწიფოების ხელშეწყობის გზით, რათა მათ გაზარდონ გრიპის სეზონური ვაქცინის მიმღებლობა და აღნიშნული ჯგუფების მოცვის დონე, რაც ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის ერთადერთ პრევენციულ ღონისძიებას წარმოადგენს, განსაკუთრებით COVID-19-ის ცირკულირების პირობებში.