ლერი აბულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა



ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, 22 წლის ლერი აბულაძე, მსოფლიო ჩემპიონი გახდა 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბელგრადში გამართულ ჩემპიონატზე.

ლერიმ ფინალში თურქი სპორტსმენი აჰმეთ იართანი დაამარცხა, ფინალამდე კი ყაზახ, რუსსა და ირანელ მეტოქეებს სძლია.