გენადი ბესტაევი, ჩვენი მოქალაქე, რომელიც უკვე 2 წელიწადია იმყოფება ცხინვალის ციხეში, ინსულტის შედეგად გადაიყვანეს ცხინვალის კლინიკაში - დავით ქაცარავა



"გენადი ბესტაევი, ჩვენი მოქალაქე, რომელიც უკვე 2 წელიწადია იმყოფება ცხინვალის ციხეში, ინსულტის გამო კლინიკაში გადაიყვანეს, ის კომაშია", - წერს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

"ამ წუთას ვესაუბრე ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს.

გენადი ბესტაევი, ჩვენი მოქალაქე, რომელიც უკვე 2 წელიწადია იმყოფება ცხინვალის ციხეში, ინსულტის შედეგად გადაიყვანეს ცხინვალის კლინიკაში.

მისი მდგომარეობა მძიმეა, ის კომაშია.

საქართველოს ე.წ. მთავრობას მივმართავ - ეხლა მაინც რამე მოიმოქმედეთ და სასრაფოდ გადმოიყვანეთ ეს ადამიანი და გადაარჩინეთ!

არ გადმოიყვანთ? ავტობანზე გაგიმართავთ აქციას!!!!! იქედან პარლამენტთან. მოვალ და გავრილოვის ღამე მონაგონი იქნება!!!

სასწრაფოდ იმოქმედეთ, მაგრად მინდა შევიგინო თქვენზე, მაგრამ ამის უფლებას მაინც არ მივცემ საკუთარ თავს!!!!

სასწრაფოდ!!!!", - წერს დავით ქაცარავა facebook-ზე.