სისუსტე დავამარცხე, ფეხებში ძალა ვიგრძენი, ანალიზები კარგი მაქვს - ელენე ხოშტარია



პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ, კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის, Facebook-ზე წერს, რომ თავს კარგად გრძნობს და უკვე საკვების მიღებაც დაიწყო.

"სისუსტე დავამარცხე, ფეხებში ძალა ვიგრძენი, ანალიზები კარგი მაქვს, კითხვა დავიწყე, ’ბასეინში წყალიც ჩამისხეს’

დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს. ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც, დედას პურიც, კრუასანიც, სტეიკიც, ღვინოში გამომცხვარი ხორციც, ჩინურიც…

დინამიკა იმდენად კარგია, რომ მგონი მალე გამომწერენ საავადმყოფოდან.

მადლობა ნიუ ჰოსპიტალს", - წერს ელენე ხოშტარია.