აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციაა მობილიზებული ისინი აქციის მონაწილეებს გადაადგილებისა და იქ შესვლის საშუალებას არ აძლევენ



აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციაა მობილიზებული ისინი აქციის მონაწილეებს გადაადგილებისა და იქ შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

ოპოზიცია თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვს მას შემდგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გაკეთებულ აუდიოჩანაწერებში, მასზე ზეწოლისა და მოსყიდვის საქმეში, რიჟვაძის მამაც ფიგურირებს. დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის მაღალჩინოსანია.

ნუგზარ ფუტკარაძე ამ ჩანაწერის გაკეთებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, რასაც მისი ოჯახის წევრებიც და თანაგუნდელებიც ზეწოლას უკავშირებენ.