ნუგზარ ფუტკარაძემ სიცოცხლე გაწირა პრინციპებისთვის ქვეყნისთვის - მიხეილ სააკაშვილი



მიხეილ სააკაშვილი ენმ-ს წევრის, საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეს ეხმაურება:

"ნუგზარ ფუტკარაძემ სიცოცხლე გაწირა პრინციპებისთვის ქვეყნისთვის! ნაციონალური მოძრაობის არცერთი წევრი არ გაიყიდა. ვინ მოკლა ნუგზარ ფუტკარაძე - ზუსტად იმ ხალხმა, ვინც დაამარცხა ვარდების რევოლუციამ. ის, ვინც ანადგურებდა მანამდე და ანადგურებს ახლა ეროვნულ დოვლათს და თითოეულ ოჯახს ძარცვავს. ჩვენ ერთად უნდა მოვუღოთ ბოლო ამ ყველაფერს!" ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.