შეხვედრას ვითხოვთ მთელი საკრებულოს წევრები - ნაზი ფუტკარაძე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს



ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა აჭარის მთავრობის მეთაურმა თანმხლებ პირებთან ერთად მასთან შეხვედრაზე უარი თქვა.

"შეხვედრას ვითხოვთ მთელი საკრებულოს წევრები, ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები, მათ შორის მეც. ტელევიზიების თანდასწრებით იმიტომ, რომ ჩემი ძმა იყო მაჟორიტარი დეპუტატი ახალი საკრებულოს მოწვევის. ითხოვს მხოლოდ ჩემთან შეხვედრას და მარტო, დახურულ კარს მიღმა არ ვიცი რა უნდა შემომთავაზოს, ჩემ ძმაზე რაც ზეწოლა იყო და რამაც სიცოცხლე მოუსპო ჩემ ძმას ახლა ავდგე უნდა მარტო შევიდე და თვალებში შევხედო ადამიანს და ერთი თანმხლების უფლებასაც არ მაძლევენ, რომ გვერდში მახლდეს?! რას მიპირებენ მე არ ვიცი", - თქვა ნაზი ფუტკარაძემ.