კომუნიკაციების კომისიამ "მთავარი არხი" დააჯარიმა



კომუნიკაციების კომისიამ "მთავარი არხი" 111 903 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება ბექაურის უწყების სხდომაზე, ცოტა ხნის წინ მიიღეს.

სანქცირება კომისიამ "სირცხვილიას" მიერ მომზადებული ვიდეორგოლის ეთერში გაშვების გამო გადაწყვიტა. აღნიშნულ რგოლში, "ქართული ოცნების" წევრების ფოტოებით პუტინის გამოსახულება იქმნება.

გარდა ამისა, მარეგულირებელმა ტელეკომპანია ვიდეორგოლების, სახელად "კლავს" გამოც დაასანქცირა.