ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო



შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე ფუტკარაძის გარდაცვალების დღესვე, 18 ნოემბერს აღიძრა, თუმცა ოფიციალური განცხადება ამ თემაზე არ გაკეთებულა.