ბოლო დღეებში სუს-ის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი - მიხეილ სააკაშვილი



მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან, გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმების ტერორზე საუბრობს.

"ბოლო დღეებში სუს-ის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები." ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის გავრცელებულ განცხადებაში.