ხილი და კენკრა კოსმეტოლოგიაში



ლიმონი – ცნობილია როგორცვიტამინებით, კერძოდ, C ვიტამინით მდიდარი ხილი. მას გააჩნია მათეთრებელი თვისებები, ლიმონის წვენი ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა კოსმეტიკურ პროდუქტში. ლიმონის ნიღბები ძალიან სასარგებლოა კომბინირებული კანისთვის. რუხი ელფერის მქონე კანისთვის უზმოზე მიიღეთ თაფლიან-ლიმონიანი წყალი შემდეგი პროპორციით: ერთ ჭიქა წყალში გახსენით ნახევარი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი თაფლი.

ლიმონი ქიმიოთერაპიაზე ძლიერია - როგორ უნდა გამოიყენოთ ლიმონის უნიკალური  თვისებები - mshoblebi
გრეიპფრუტის – მომწარო რბილობი შეიცავს უფრო მეტ ფერმენტს, ვიდრე სხვა ციტრუსები. მისი ძირითადი ფასეულობაა კურკა და კანის თეთრი ნაწილი. ძალიან სასარგებლოა გრეიპფრუტის ტონიკი: ერთი გრეიპფრუტის წვენს დაუმატეთ ამდენივე გადადუღებული წყალი და გაიწმინდეთ სახის კანი. ეს ხსნარი შეიძლება გადაივლოთ თმაზე დაბანის შემდეგ.

გრეიფრუტი: ჯანმრთელობის სარგებელი და ზიანი - Confetissimo - ქალთა ბლოგი

ყურძენი – მისი ექსტრაქტი შეიცავს ორგანულ მჟავებს (ღვინის, ვაშლის), პექტინებს და მთრიმლავ ნივთიერებებს, ფერმენტებს, ამინომჟავებს, მინერალურ კომპონენტებს (კალციუმი, ფოსფორი, თაფლი, რკინა), ჩ, B, K, P ვიტამინებს, კაროტინს, ეფექტურად აშორებს მკვდარ უჯრედებს, აჩქარებს რეგენერაციას, გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება, ანელებს დაბერების პროცესებს, ასწორებს ნაოჭებს და ხელს უშლის მათ წარმოქმნას, გააჩნია ანტისტრესული მოქმედება. ყურძნის ექსტრაქტის გამოყენებით კანი ახალგაზრდავდება, ელასტიკური და მკვრივი ხდება. ყურძნის შემადგენლობაში შედის მრავალი სასარგებლო ნივთიერება. ყურძნის წიპწებისაგან კი იღებენ ყურძნის ზეთს, რომელიც კანს იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ყურძნის პროცედურები, მაგალითად, ყურძნის ზეთით მასაჟი ან ყურძნის წიპწების ზეთის აბაზანები.

7 სხვადასხვა სალათის რეცეპტი ყურძნის დამატებით

შავი მოცხარის ექსტრაქტი მდიდარია ლინოლენისა და გამა-ლინოლენის მჟავებით. გააჩნია დამარბილებელი და შემახორცებელი მოქმედება.

შავი მოცხარი – ნაკვეთის შერჩევა, დარგვა, გასხვლა-ფორმირება | აგროკავკასია

წითელი მოცხარი – გამოცდილი კოსმეტიკური საშულებაა. მისი წვენის საფენები ათეთრებს კანს, ნიღბები კი იცავს ნაოჭებისაგან.

წითელი მოცხარი მრავალი დაავადების წინააღმდეგ - ALL TIME

ხურტკმელი – შეიცავს გლუკოზას, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორსა და სხვა მინერალურ ელემენტებს. ეს ნივთიერებები ასტიმულირებს კანში ცვლით პროცესებს, ატენიანებს მას, ხელს უწყობს უჯრედების განახლებას. ხურტკმლის წვენის ნიღაბი ერთნაირად კარგია მშრალი და ცხიმიანი კანისთვის.
ხურტკმელი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
მოცვი – როგორც ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, ლიდერობს ხილსა და ბოსტნეულს შორის. სწორედ ის იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან, რომლებიც დაბერების მექანიზმს უშვებს. დღეში ერთხელ ნახევარი ჩაის ჭიქა მოცვი აახალგაზრდავებს კანს. მოცვი აწესრიგებს კუჭის მუშაობასაც სხვადასხვა მოშლილობის დროს. 2 სუფრის კოვზ კენკრას დაასხით 1 წიქა წყალი, წამოადუღეთ და მიიღეთ ჭიქა 5-ჯერ დღეში.

საქართველოში ლურჯი მოცვის წარმოება იზრდება | BM.GE

ჟოლო – უნიკალური კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც ასუფთავებს კანს, კვებავს და ახალისებს. ნიღბისათვის ჟოლოს წვენში დასველებულ დოლბანდს 20-25 წუთით ათავსებენ სახეზე.
ჟოლო - ბუნებრივი ანტიბიოტიკის სამკურნალო თვისებები და რეცეპტები - mshoblebi
მარწყვი – მდიდარია მარგანეცით, კალიუმით, ფოლიუმის მჟავათი, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის გამომუშავებას, გამოყოფს ტოქსინებს, გააჩნია მთრიმლავი მოქმედება.

თეთრი ბლის ნიღაბი სასარგებლოა ნორმალური და მშრალი კანისთვის. თეთრ ბალს ასხამენ ზეთს, უმატებენ 1 ჩაის კოვზ თაფლს და ლიმონის წვენს.
მარწყვი - ვიკიპედია
ბალი – შეიცავს შაქარს, უჯრედისს, პექტინს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ქარვის, ვაშლის), სხვადასხვა ვიტამინს: A, B1, B2, P, PP, C ვიტამინებს. იგი უბრუნებს კანს, განსაკუთრებით თვალების ირგვლივ კანს, სიმკვრივეს, ამარაგებს საკვებითა და ენერგიით, ასწორებს ნაოჭებს და აღადგენს ელასტიკურობას.
ქართული ბალი ევროპის ბაზარზე გავიდა | BPN
მსხალი – მდიდარია ნახშირწყლებით, პროტეინებით, ჩ, B ვიტამინებით, მიკროელემენტებით – იოდით და სპილენძით. მსხლის წვენი კანს ანიჭებს სიგლუვეს, ელასტიკურობას, ავიწროებს ფორებს.
რა სარგებელი და ზიანი მოაქვს მსხალს - ეს უნდა ვიცოდეთ!
ვაშლი – ყველაზე გავრცელებული ხილი, მდიდარია ბაქტერიციდული მოქმედების მინერალური მარილებით. ამიტომ ვაშლი რეკომენდებულია კანის გაღიზიანებისას.
პროდუქტები დიეტისათვის – ვაშლი | FITNI.GE
ავოკადო – მდიდარია E და C ვიტამინებით, ბეტა-კაროტინით, რომელიც იცავს კანის დაბერებულ უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისაგან და ამით ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას.
ავოკადო ჭარბი ქოლესტერინის, პარაზიტების, ფსორიაზის, ნაოჭებისა და ქერტლის  წინააღმდეგ. ის მხოლოდ არომატული ნაყოფი როდია
კომში – კომშის კურკებისაგან მიღებული ზეთი შეიცავს მრავალ სასარგებლო ნივთიერებას, მათ შორის, ვიტამინებს. კომშის ექსტრაქტი შედის მრავალ კოსმეტიკურ საშუალებაში, ატენიანებს და აწყნარებს კანს.
კომში
ბანანი – არომატული ბანანის რბილობი შეიცავს ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს და ხილის მჟავებს, რომელიც ასტიმულირებს უჯრედების ზრდას. დერმატოლოგები ბანანის ხშირად მიღებას გვირჩევენ.
10 მიზეზი,თუ რატომ არის ბანანი კარგი ჩვენი ჯანმრთელობისთვის - Cosmo.Ge
კივი – შეიცავს ასკორბინის მჟავას. კივის ნიღაბი ატენიანებს და ასწორებს კანს, აგლუვებს და ამკვრივებს მას, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევასა და უჯრედების რეგენერაციას, ხელს უშლის კანის დაბერებას. შესაძლებელია კივის პილინგის გაკეთება: 3 ცალი კივი გავსრისოთ, დავამატოთ 1 სუფრის კოვზი მარილი და შევიზილოთ სხეულზე, შემდეგ ჩამოვიბანოთ შხაპით.
კივი- ვიტამინებით მდიდარი, სხვადასხვა დაავადებების მკურნალი ხილი | Jolo.ge
ატამი – კოსმეტიკაში ყველანაირი კანისთვისაა მისაღები. ატმის წვენს უმატებენ იმდენივე საზამთროს წვენს და იყენებენ კანის გასაწმენდად და ნიღბებისათვის. მშრალი, გამოფიტული, მოშვებული კანისთვის სასარგებლოა ნიღაბი: ორი ატამი დავჭყლიტოთ, დავამატოთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ათქვეფილი კვერცხის გული.

ატამი _ მოკრეფის შემდგომი დამუშავება და შენახვის პირობები | AgroNews.ge