ნინო სალუქვაძე ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში ვერ გადავიდა



ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლეგენდარუმა ტყვიის მსროლელმა, ნინო სალუქვაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ფინალში გასვლა ვერ შეძლო. ორდღიანი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ სალუქვაძემ ჯამური 578 ქულა დააგროვა და 44 სპორტსმენს შორის 25-ე ადგილი დაიკავა.

ლეგენდარულმა სპორტსმენმა კვალიფიკაციის პირველ დღეს ასეთი შედეგი აჩვენა - 94, 98, 99 ქულა და ჯამური 291, რაც მე-7 შედეგი იყო.