მასალებში მთავარი არხის ლამის ყველა ჟურნალისტის მიმოწერაა - გვარამია სუს-ის ფაილებზე




"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, სახალხო დამცველს მიმართავს.

"მღვდლები და სინოდი იქეთ იყოს და ლამის ყველა ჩვენი ჟურნალისტის მიმოწერაა მასალებში.

ჩემს ნაწილში, ყველაზე ამაზრზენი ჩემი და დეკანოზ მამალაძის სატელეფონო საუბრის კრებსია - ანუ, ადვოკატის და კლიენტის ურთიერთობა, რომელიც ფარულობის სრული პრივილეგიითაა კანონმდებლობით დაცული." - წერს გვარამია