გერმანიის საელჩო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს




საქართველოში გერმანიის საელჩო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაზარალებულ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ საელჩოს გვერდზე გავრცელებულ სამძიმრის წერილში წერია.

„გერმანიის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაზარალებულ ოჯახებს. დღევანდელ დღეს ჩვენ ვგლოვობთ დაღუპულებს და ვიზიარებთ მათი ოჯახების წევრთა ტკივილს“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.