⭕️ უმძიმესი დანაშაული - ბაბუა შვილიშვილის გაუპატიურებაშია მხილებული




შუა ხნის კაცი არასრულწლოვნის გაუპატიურებაშია მხილებული - უმძიმესი დანაშაული შიდა ქართლში მოხდა. სავარაუდო მსხვერპლი 13 წლის ბავშვია, სავარაუდო მოძალადე კი 50 წელს გადაცილებული კაცი.

სავარაუდო მოძალადე სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

ამ მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოზარდი შეუძლოდ გახდა და ძალადობის შესახებ დედას უამბო.

"საერთოდ მთელი ზაფხული არ დამინახია ეს ბავშვები მე აქ, 13 წლის არიან, ტყუპები. არც გვჯერა, ეს კაცი გუშინ დაუკავებიათ. კარგი ურთიერთობა ჰქონდა შვილიშვილებთან, თან ჰყვებოდა ბავშვებს", - განაცხადა მეზობელმა.