ბათუმის ტრაგედიის შემდეგ მშენებლობის წესების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით მუნიციპალურ ინსპექციაში 200-ზე მეტი ზარი შევიდა




ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ქალაქში მშენებლობის წესების დარღვევის ფაქტებს სწავლობს.

26 მაისის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მშენებლობის წესების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით მუნიციპალურ ინსპექციაში 200-ზე მეტი ზარი შევიდა.

ყველა ობიექტი უკვე გადამოწმდა და გამოვლინდა დარღვევებიც, მათ შორის აბუსერიძის 9 ნომერში და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე.