ბათუმში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერების მონტაჟი მიმდინარეობს




ბათუმში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერების მონტაჟი მიმდინარეობს.

ბარიერები მონტაჟდება როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ასევე მოქალაქეთა თხოვნის საფუძველზე იმ ლოკაციებზე, სადაც მაღალია ავტოსაგზაო შემთხვევები, დიდია ქვეითად მოსიარულეთა მობილობა, კერძო თუ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.

სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერების განახლება და ახლის მონტაჟი მუდმივ რეჟიმში ხორციელდება.