მიხეილ სააკაშვილის სანახავად მეუფე ნიკოლოზი ციხეში მივიდა




ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მივიდა, თუმცა მან შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოხოვნით პეტიციას ხელი უკვე მოაწერა.