ალენ სიმონიანი ბათუმის ტრაგედიაზე: ძალიან დამამწუხრა ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევამ




სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანი, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„ძალიან დამამწუხრა ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევამ, რასაც მოჰყვა მსხვერპლი და დაშავებულები. ვწუხვარ და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.