ბათუმში კორპუსის პირველ სართულზე ნაწილობრივი დემონტაჟი განხორციელდა




ტბელ აბუსერიძის 9-შ საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე იატაკისა და კედლების ნაწილობრივი დემონტაჟი განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

"ტბელ აბუსერიძის 9-ში საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე შეთანხმებული ესკიზური პროექტის დარღვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ სამშენებლო სამართალდარღვევაზე საქმის წარმოება დაიწყო. სამართალდამრღვევის მიერ განხორციელდა პირველი სართულის იატაკისა და კედლების ნაწილობრივი დემონტაჟი.

მუნიციპალურ ინსპექციაში ფაქტზე დაწყებულია საქმის წარმოება და გაცემულია წერილობითი მითითება, მოიყვანოს ობიექტი პირვანდელ მდგომარეობაში. მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში შემოსული მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე ბოლო 4 დღის განმავლობაში 200-მდე ობიექტი გადამოწმდა" - აღნიშნულია ინფორმაციაში.