„თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“ - ხელმოწერების შეგროვება ბათუმში დაიწყო




„თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“ – ამ მოთხოვნაზე ხელმოწერების შეგროვება ბათუმში დაიწყო. ხელმოწერებს საზოგადოებრივი მოძრაობა „თავისუფლება მიშას“ აგროვებს.

„მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ემატება სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზება. სასამართლო იქცა ივანიშვილის ნოტარიუსად, უსაფრთხოების სამსახური – საბჭოთა „კაგებედ“, პროკურატურა – მთავრობის დანამატად; გაბატონდა რუსული სტილის შერჩევითი სამართალი, განსხვავებული აზრის დევნა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ხელისუფლება ცდილობს თავის ნება-სურვილს დაუქვემდებაროს ამა თუ იმ პირის პოლიტიკაში ყოფნის საკითხი, რის ნათელი მაგალითიცაა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება აბსურდული ბრალდებებით. უკვე აღარც მალავენ, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი,“ – წერია განცხადებაში, რომელსაც მოქალაქეები ხელს აწერენ.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე ბათუმში ხელი არ მოუწერიათ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.